მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე საქართველოში“ გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ "აწარმოე საქართველოში" გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა - ეს იქნება ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო ფონდის შექმნა, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაზე საუბრისას აღნიშნა.

„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, სააგენტომ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, ობლიგაციების გამოშვების კომპონენტს სააგენტო USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან თანამშრომლობით განახორციელებს.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო დიდი ხანია ახორციელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროგრამას. მოხარულები ვართ, რომ „აწარმოე საქართველოში“ გადადის ახალ ეტაპზე - ვამატებთ კაპიტალური ბაზრების მიმართულებას და ძალიან მალე, კომპანიებს შეეძლებათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ისარგებლონ კონკრეტული მხარდაჭერით. კერძოდ, პირველ ეტაპზე სააგენტო საკრედიტო რეიტინგის მოპოვების და განთავსების საკომისიოს ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი ინიციატივის შესახებ და უკვე მოგვმართავენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან, რომელიც სააგენტოსთან ერთად დაეხმარება მეწარმეებს“, - აღნიშნა ხიდურელმა.

2024 წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით სააგენტო მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას. ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის