ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის. მისი თქმით, აშშ-ის დაფინანსებით, საქართველოში ხორციელდება არაერთი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისტემის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის, ინოვაციისა და ეკონომიკური სფეროების განვითარებას.

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა (UCBP)“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს მიერ დაფინანსებული ინიციატივაა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ, აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით.

პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად:

საჭიროებების შეფასება და ვორქშოპი „აშშ-საქართველოს შორის კვლევითი კოლაბორაცია“ – ამერიკული საბჭოები და NCURA განახორციელებენ პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევის ადმინისტრატორებისა და განვითარების ოფისების საჭიროების შეფასებას, შეისწავლიან ძირითად გამოწვევებს სამუშაოს მეტად ეფექტიანად შესრულებისთვის. ვორქშოპის ფარგლებში ჩატარდება პროფესიული განვითარების ტრენინგები საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის და ცოდნის გადაცემის წახალისების მიზნით.

ვებინარების სერია პროგრამის მონაწილეებისათვის – აშშ-ის ექსპერტების მონაწილეობით პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ვებინარები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

სასწავლო ვიზიტი აშშ-ში – სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 10 კვლევის ადმინისტრატორი/განვითარების ოფისის ან კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენელი ორი კვირის განმავლობაში გაიცნობს 12 ამერიკული უნივერსიტეტის/საგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის მენეჯმენტის, ფონდების მოძიებისა და საერთაშორისო კოლაბორაციის საუკეთესო პრაქტიკას. ეს ხელს შეუწყობს მონაწილეების შესაძლებლობების განვითარებას კვლევის ადმინისტრირებასა და ინოვაციების მართვის კუთხით.

ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი – პროგრამის ქართველ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საპროექტო განაცხადი ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტის განსახორციელებლად. ვიზიტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი იმუშავებს მასპინძელ უნივერსიტეტთან კვლევის ადმინისტრირების, კვლევითი საქმიანობის განვითარების, ფონდების მოძიების ან/და კურსდამთავრებულთა ჩართულობის წახალისების მიმართულებით“,- ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს