ჯოზეფ ბორელი დონალდ ტრამპის განცხადებაზე - ნატო არ შეიძლება იყოს სამხედრო ალიანსი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის განწყობის მიხედვით იმოქმედებს

ნატო არ შეიძლება იყოს შეთავაზებული მენიუდან ასარჩევი თავდაცვითი ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის განწყობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მან კომენტარი გააკეთე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ არ დაიცავს ნატო-ს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.

„ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები, ნატო არ შეიძლება იყოს a la carte (მენიუს მიხედვით ასარჩევი) სამხედრო ალიანსი, რომელიც იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობა ექნება პრეზიდენტს იმ დღეებში. ასე არ ხდება – დღეს კი, ხვალ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ ხარ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები. ნატო ვერ იქნება a la carte ალიანსი, ის არსებობს ან არ არსებობს, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი დროის ხარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომელიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა თავში ვინმეს“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს ის მოკავშირეები რუსეთის პოტენციური შეჭრისგან, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ საკუთარ თავდაცვაზე და მეტიც, შესაძლოა, წაახალისოს რუსეთი. „ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს