ცესკოს თავმჯდომარე IFES-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ენტონი ბანბერის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც IFES- ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რენატა ლევოვსკიც ესწრებოდა, მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, იმ საქმიანობებზე, რომლებსაც ცესკო არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის ახორციელებს. ასევე განხილული იყო ყველა ის საჭიროება, რომელიც ცესკოს წინაშე ამ ეტაპზე დგას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და ამ კარგი პრაქტიკის მომავალში გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე IFES-ის წვლილს საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერასა და ქვეყანაში საარჩევნო პროცესების განვითარებაში. განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს შორის არსებობს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა და ეს შეხვედრაც სწორედ ამ თანამშრომლობის გამოძახილია. აღსანიშნავია, რომ IFES-ი ჩვენი ერთერთი სანდო და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია. შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე თუ რა სამუშაოებს ახორციელებს ცესკო იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც საქართველოს ამომრჩევლების 90%-ს აძლევს საშუალებას ხმა მისცენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ორგანიზებული იყოს მაღალპროფესიულ დონეზე. მიმოვიხილეთ ყველა ის საჭიროება, რომლის წინაშეც ჩვენი უწყება ამ ეტაპზე დგას და რა თქმა უნდა განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამავდროულად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომლიც IFES-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ხაზი გაესვა ამ მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვფიქრობ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ენტონი ბანბერი, საქართველოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით გამართულ კონფერენციაში - „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. მას და გიორგი კალანდარიშვილს შორის შეხვედრა სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში 10 თებერვალს, ქალაქი ბათუმში შედგა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია