ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონი მკაცრდება - ამ მიმართულებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება

ე.წ. თევზმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტრო იარაღის უკანონო ბრუნვაზე კანონი მკაცრდება - ამ მიმართულებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

ამავე პროექტით, თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება - გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. განმეორებით ქმედებაზე განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - 6000 ლარიანი ჯარიმითა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

„თვითნაკეთი, კუსტარულად დამზადებული ელექტროშოკის აპარატი გამოიყენება უკანონო თევზჭერისთვის და წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის, მათ შორის ფიქსირდება აღნიშნული თვითნაკეთი მოწყობილობის გამოყენება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რასაც ახლავს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც.

გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე ფიქსირდება თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით უშუალოდ ბრაკონიერების ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც.

ყოველივე ზემოაღნიშნული არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება