ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

კერძოდ, საქალაქო სასამართლომ ალიხანაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა და ერთ-ერთი ბიძა პატიმრობაში დატოვა. ხოლო მეორე ბიძა უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიიღო.

მკვლელობაში ბრალდებულის მამას გიორგი ბაჟუნაიშვილს 5 წლით, მის ძმას დავით ბაჟუნაიშვილს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, სატელეფონო კომუნიკაციებით, მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეო ჩანაწერებით, უტყუარი მტკიცებულებებით ბრალდებულების დანაშაული დადასტურდა.

სასამართლო პროცესზე, მოკლულის გიორგი ალხანიშვილის დედაც გამოვიდა სიტყვით, რომელმაც ბრალდებულების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

““შვილს ვეძებდი. მკვლელის მამაც მატყუებდა და მისი შვილიც… ამ კაცმა ძმებიც გაწირა. მომიკვდა შვილი. იმედი მაქვს, მკვლელს მალე ჩამოიყვანთ. მამამ გაზარდა ისეთი შვილი, როგორიც არის დღეს. მამას პირობითი აქვს ცივი იარაღის ტარებაზე.

თავისნაირი შვილი გაზარდა, შვილი დამიჩეხა და დამიმარხა. ვერ დავინახე სახეზე როგორი იყო ჩემი შვილი”, - განაცხადა მოკლულის დედამ სასამართლო პროცესზე.

თავად, მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დავით მენაბდესა და ლუკა ჯიბლაძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ხოლო ალექსანდრე ახვლედიანს მკვლელობის დაფარვას.

ცნობისთვის, გასული წელს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ტყეში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა. მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის