რობინ დანიგანი ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად

აშშ-ის მიზანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი და ქართველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდრიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა და საარჩევნო ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მნიშვნელოვან საქმეში.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცესკოს საარჩევნო პროცესში აქ, საქართველოში, და ზოგადად ყველგან, მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ასრულებენ უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად. ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ცესკო-ს მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროგრამით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს “, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, რომლის განცხადებასაც ცესკო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება