საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს  სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსის სტუდენტებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის და სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსმა ხათუნა ბერიძემ და ბიუროს უფროსის მოადგილე მერაბ მურღულიამ სტუდენტებს საინჟინრო-ექსპერტიზის და ასევე, ნორმატიული ექსპერტიზის სამმართველოებში სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა მოიცავს ერთწლიან პერიოდს.

„ექსპერტიზის ბიურო, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, ჩვენს მიერ ჩატარებულ ორივე დასაქმების ფორუმს ესწრებოდა, მათი მხრიდან დიდია დაინტერესება, ამიტომ ხშირად გვიგზავნიან არსებულ ვაკანსიებს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესებაა და ეს გასაგებიცაა, როგორც სამშენებლო მიმართულება, ასევე ექსპერტიზა სპეციფიკური დარგებია და მოთხოვნა დიდია. ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე, სტუდენტებს უადვილებს დასაქმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო ფაკულტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, ტარდება სხვადასხვა აქტივობა, რაც ორივე მხარისთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს