იორდანიის მეფე - არ შეიძლება ისრაელის რაფაჰზე თავდასხმა დავუშვათ - გვერდზე ვერ გავდგებით

იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება.

”ჩვენ ერთად, არაბული ქვეყნებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა პოლიტიკური ჰორიზონტის შესაქმნელად, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან და ყოვლისმომცველ მშვიდობამდე“, - განაცხადა იორდანიის მეფე აბდულამ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას როგორც პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.

იორდანიის მეფემ დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში და ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კატასტროფას.

"არ შეიძლება დავუშვათ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე. სიტუაცია ისედაც აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადავიდნენ. არ შეიძლება გვერდზე გავდგეთ და ამის გაგრძელება დავუშვათ“, - აღნიშნა მეფე აბდულამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება