მიხეილ სარჯველაძე - არ შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სამუშაო მეტრებით ან კილოგრამებით იზომება - არ მგონია, კონკრეტული თარიღების დასახელება 9-ვე ნაბიჯთან დაკავშირებით რელევანტური იყოს

არ შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სამუშაო მეტრებით ან კილოგრამებით იზომება - არ მგონია, კონკრეტული თარიღების დასახელება 9-ვე ნაბიჯთან დაკავშირებით იყოს რელევანტური, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას სამუშაო პროცესში, სარჯველაძე აცხადებს, რომ მათ მიერ პირველი შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები „იმედიანად ყოფნის საფუძველს არ აძლევს“, თუმცა, ვისაც „კონსტრუქციული ჩართულობის“ სურვილი აქვს, ამის შესაძლებლობა ექნება.

„არ შევუქმნათ საზოგადოებას შთაბეჭდილება, რომ ეს არის კონკრეტული სამუშაო, რომელიც მეტრებით ან კილოგრამებით იზომება. ეს არის პროცესი. მათ შორის, მაგალითად, ბრძოლის გააქტიურება იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც შეიძლება დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესრულება ჰქონდეს გათვალისწინებული. ჩვენ შევეცდებით აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც გამოიკვეთება მუშაობის პროცესში გადავდგათ გაზომვადი დროის განმავლობაში. თუმცა, ეს შეიძლება იყოს დაუსრულებელი პროცესი. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად კორუფციული რისკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და სხვა. აქედან გამომდინარე მე არ მგონია, კონკრეტული თარიღების დასახელება 9-ვე ნაბიჯთან დაკავშირებით იყოს რელევანტური”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება