პარტია „მოქალაქეებს“ საპენსიო სესხებზე „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

დღეს, პარტია „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებზე „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სარჩელი არის ახალი გზა იმისთვის, რომ ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი გაუნულდეს.

„ჩვენი სარჩელი ეხება „ოვერდრაფტებს“. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომელიც არის ყველაზე ძვირი და რომელზეც ბანკის თანამშრომლებმა პენსიონერებს არ აუხსნეს, თუ რა საფრთხეებს შეიცავდა. არ აუხსნეს, რომ ისინი თუ ყოველთვიურად თანხას გადაიხდიდნენ, ეს წავიდოდა მხოლოდ ბანკის მომსახურების საკომისიოში და ძირს არაფერი დააკლდებოდა. მაგალითისთვის, თუ მათ 1500 ლარიანი სესხი აიღეს, 3-5 წლის შემდეგ ისევ მოუწევდათ 1500 ლარის დაბრუნება. თავად პენსიონრები „ოვერდრაფტს“ ეძახიან „ვალს სიცოცხლის ბოლომდე“ იმიტომ, რომ თვლიან, თავად ამას ვერ დააბრუნებენ“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება