ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორებსა და გამომძიებლებს პირველი და მეორე რანგის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა და რანგში დაწინაურება მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა პროკურორებს და გამომძიებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„თითოეულ თქვენგანს ვულოცავ წარმატებას და ეს წარმატება ნამდვილად დამსახურებულია. ეს აღიარებაა თქვენი შრომის და თქვენი დამსახურების. რანგში დაწინაურება კიდევ უფრო მეტი მოტივატორი იქნება თქვენთვის, რომ კიდევ უფრო შემართებით, მონდომებით და წარმატებით გააგრძელოთ ის საქმიანობა, რომელსაც აქამდე მართლაც პროფესიონალურად და მაღალ დონეზე ასრულებდით,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ რანგირების საბჭომ პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის 2022-2023 წლის საქმიანობის შეფასების საფუძველზე II ან I რანგი 55 თანამშრომელს, მათ შორის: I რანგი - 9 პროკურორს და 4 გამომძიებელს, ხოლო II რანგი - 37 პროკურორს და 5 გამომძიებელს მიანიჭა.

საქართველოს პროკურატურაში, პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემა 2020 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დაინერგა. დღეის მდგომარეობით I და II რანგი მინიჭებული აქვს 215 თანამშრომელს. პირველი რანგი - 58 პროკურორს და 16 გამომძიებელს. მეორე რანგი - 117 პროკურორს და 24 გამომძიებელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო