პეტრე ცისკარიშვილი - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს - ამ მიმართულებით გვაქვს თხოვნა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ამ ქალბატონს გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყონ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს - ამ მიმართულებით გვაქვს თხოვნა ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, რათა ამ ქალბატონს გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყონ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ცისკარიშვილის ინფორმაციით, პარტია მუშაობს, რათა სააკაშვილის გათავისუფლებაში მათ ყველა აქტორი დაეხმაროს.

“რა თქმა უნდა, ელჩები ვერ მოგცემენ კონკრეტული დაპირებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ. ჩვენ ვიცით და მათაც კარგად იციან, რომ გასაღები ერთ კაცს უდევს, მაგრამ მასზე უნდა მოხდეს ზეწოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორების მხრიდან. სერიოზული მუშაობა მიდის ასევე უკრაინელ მეგობრებთან, რათა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში ყველა აქტორი დაგვეხმაროს.

გადაწყვეტილების მისაღებად სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამ მიმართულებით გვაქვს თხოვნები ჩვენს კოლეგებთან - ევროპელ პარტნიორებთან, რათა ამ ქალბატონს ხელი გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყონ.

ეს მის ინტერესებშიც შედის. თუ მისი ისტორიული მისია შეიძლება იყოს ის, რომ პრეზიდენტობის დროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მეტ კონსოლიდაციაში დაეხმარა, ის იყო ისტორიის სწორ მხარეს, მაშინ როდესაც კონკრეტული დაჯგუფება საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებდა, გადამწყვეტი არჩევნების წინ ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მას საქართველოს ისტორიისა და ევროპელი კოლეგების წინაში უფრო დიდ მასშტაბში წარმოაჩენს, ვიდრე ის, რომ წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩატოვოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი