სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპული სომეხი ჯარისკაცების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

სიუნიქში, აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად დაღუპული სომეხი ჯარისკაცების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, - ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„13 თებერვალს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სიუნიქში, სოფელ ნერკინ ხანდის მახლობლად მდებარე სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად, სომხეთის მხარეს დაიღუპა ოთხი და დაშავდა ერთი ადამიანი“, - აცხადებენ უწყებაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაღუპული სომეხი ჯარისკაცის შესახებ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხური მხარე ზანგელანის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების გუშინდელი პროვოკაციის საპასუხოდ, საზღვარზე ოპერაცია „შურისძიება“ ჩაატარეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომეხი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლი აზერბაიჯანულმა ძალებმა გახსნეს, რასაც სომეხი ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს