დავით უტიაშვილი სსფ-ს და ბელგიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ბელგიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამართულ პანელში - „გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და ფინანსური სტაბილურობა” მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენციას ასევე ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი დაესწრო.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა იყო.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გადმოცემასა და ფინანსურ სექტორზე მის გავლენაზე. მან ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რაც უცხოური ვალუტის მსესხებლებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო შეექმნათ.

დავით უტიაშვილმა აღნიშნა, რომ მოწყვლადობის ზრდის მიუხედავად, პოზიტიური მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სექტორის სტაბილურობას რაიმე საფრთხე არ შექმნია. მეტიც, უმოქმედო სესხების მაჩვენებელი ბოლო ათწლეულების მინიმუმთანაა.

„მსესხებლების გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად სებ-მა არაერთი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი დანერგა, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში. სესხის თანხის მინიმალურ ზღვართან ერთად, დაწესებულია მკაცრი მოთხოვნები სესხის მომსახურების კოეფიციენტზე, შეზღუდულია მაქსიმალური ვადიანობა, მსესხებელს მოეთხოვება ბუფერი, რომ გაუძლოს განაკვეთის 3%-იან შოკს. სწორედ სებ-ის გონივრული პოლიტიკის შედეგია, რომ განაკვეთების ამ მასშტაბის რყევების მიუხედავად, აქტივების ხარისხი მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ ხორვატიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ბორის ვუჩიჩი, ისრაელის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ამირ იარონი და ლევენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჰანს დეგრისი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს