პეტრე ცისკარიშვილი - სალონური შეხვედრების და ჩაის დრო არ არის, საქმეზე გადავიდეთ - აპირებს პრეზიდენტი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას? აპირებს არჩევნებში მონაწილეობას? აპირებს გამბედავი გადაწყვეტილების მიღებას და სააკაშვილის შეწყალებას?

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მზად არის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის ისაუბროს ყველასთან, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.

„ყველა ფორმატში მზად ვართ ვესაუბროთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, შევხდებით ყველა ადამიანს, პოლიტიკურ გაერთიანებას, სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს იმ ფორმატში, სადაც განიხილება საქართველოს მოქალაქის და საქართველოს ევროპული მომავალი“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრის თემაზე დასმული კითხვის პასუხად პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა კონკრეტულ საქმეზე გადასვლის დროა და “არა სალონური შეხვედრების“.

“არჩევნებამდე აღარაფერი დარჩა, პრაქტიკულად კარს მოგვადგა. ამიტომ საქმეზე გადავიდეთ. რას ვაპირებთ - აპირებს ის პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას? აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას? რომელ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთიანდება? აპირებს თუ არა გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას იმისთვის, რომ კამპანიაში ჩართვა მესამე პრეზიდენტმაც შეძლოს? ამ საქმიან ამბებზე ვისაუბროთ - ყველას რომ ევროპაში გაწევრიანება გვინდა, ისედაც ვიცით, სალონური შეხვედრებისა და ჩაის დრო არ არის“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის