ესტონეთის დაზვერვა - რუსეთი დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და მისი შეკავება შეიარაღებული ძალების გაძლიერებითაა შესაძლებელი.

ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კაუპო როსინის თქმით, ეს შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს, გააორმაგოს ძალების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია ნატო-ს წევრ ფინეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ესტონეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან მისი საზღვრის გასწვრივ.

„რუსეთმა გრძელვადიანი დაპირისპირების გზა აირჩია და კრემლი, ალბათ, მოელის შესაძლო კონფლიქტს ნატო-სთან უახლოეს ათწლეულში“, - აღნიშნა როსინმა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში ჯარების შენარჩუნება უწევს და ნაკლებად სავარაუდო იქნება მომავალშიც, თუ ევროპა შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს.

„თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება“, - დასძინა როსინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის უნარი, მიაწოდოს საბრძოლო მასალა თავის ჯარებს, კვლავ უფრო დიდია, ვიდრე უკრაინის და თუ დასავლეთი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას არ შეინარჩუნებს, ან გაზრდის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლა შეძლოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს