რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელმა ექსპანსიონისტურ ამბიციებზე უარი უნდა თქვას

ისრაელმა ექსპანსიონისტურ ამბიციებზე უარი უნდა თქვას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ ისრაელს გრძელვადიანი მშვიდობა სურს, მან თავისი ექსპანსიონისტური ამბიციების განხორციელება უნდა შეწყვიტოს და 1967 წლის საზღვრებზე დაფუძნებულ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს არსებობას უნდა დათანხმდეს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესში შუამავლის როლი შეასრულოს.

„ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ, მათ შორის, როგორც პროცესის გარანტორისა და შუამავლის. ჩვენს პალესტინელ ძმებსა და დებს არასდროს მივატოვებთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!