მამუკა მდინარაძე - იცრუეს, რომ რეკონსტრუქცია იყო გახარიას პრემიერობის დროს მთავრობის გვერდზე განკარგულებების ატვირთვის შეჩერების მიზეზი, სად არის რეკონსტრუქციის შედეგი? ერთი წარწერა მაინც შეიცვალა?! - ქურდს ქუდი ეწვის, გამოვარდნენ და დაიწყეს თავის მართლება

იცრუეს მაშინაც, გუნდის შიგნით და ახლაც, საჯაროდ, რომ რეკონსტრუქცია იყო განკარგულებების ატვირთვის შეჩერების მიზეზი, არანაირი რეკონსტრუქცია არ განხორციელებულა - ქურდს რომ ქუდი ეწვის ამ პრინციპით გამოვარდნენ და დაიწყეს თავის მართლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გახარიას პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძე აცხადებს, რომ სწორედ "გახარიას გადაწყვეტილებით გახდა დამალული ყველა გადაწყვეტილება და შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა, სამწუხაროდ“.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც კობახიძემ საკუთარი გადაწყვეტილება გაახმოვანა, „ვიღაცებს შეეშინდათ“.

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებამ, რომ მთავრობის ყველა განკარგულება საჯარო გახდეს, ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის ფარგლებს გარეთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა „ნაცი“, „ნაცმედია“ და გახარიები ერთად ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის და დღეს, კობახიძის ამ გადაწყვეტილების შემდგომ, აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობისას და მის მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება რეკონსტრუქციის მოტივით. ახლა დაუსვით ერთი კითხვა ან მე დავუსვამ აქედან რიტორიკულ კითხვას - სად არის რეკონსტრუქცია?! რომ გათიშეს საიტი, შესაბამისი გვერდი და ფანჯარა და რეკონსტრუქცია დააწერეს, რამდენი წელი გავიდა, ვინმემ დაიწყო რეკონსტრუქცია?! სად არის რეკონსტრუქციის შედეგი, ერთი წარწერა მაინც შეიცვალა?! არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, ეს ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა, შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა სამწუხაროდ. ახლა, დღეს ითხოვენ და რამდენად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა - ამას ერთი თითის „დაწკაპება“ არ შველის, მთელი სისტემატიზაცია სჭირდება ამდენი წლის გადაწყვეტილებების ატვირთვას, ეს არაა ერთი კვირის და ერთო თვის საქმე და ახლა თურმე ერთ დღეში ვიღაცა უნდა ადგეს და 3 წლის გადაწყვეტილებები ერთად ატვირთოს. რამდენიმე თვე ამაზე ააგებენ პიარს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა ირაკლი კობახიძეს მოუწოდა ყველა განკარგულება ატვირთოს, იქნება ეს გიორგი გახარიას თუ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდის.

ბუჩუკური აცხადებს, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განკარგულებები 26 გვერდზეა ატვირთული, ხოლო ნაწილი ვებ-გვერდის რეკონსტრუქციის გამო არ გამოქვეყნდა. მისივე თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არც ერთი განკარგულება არ გამოქვეყნენულა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება