უკრაინელი დეპუტატი - აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტს საბოლოოდ დაუჭირა მხარი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იაროსლავ ჟელეზნიაკი იუწყება.

კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა არ მიიღებს. კანონპროექტმა რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა.

ამერიკელმა სენატორებმა ჯერ „დემოკრატი“ სენატორის, პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი კანონპროექტის განახლებული ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ნაწილს აღარ შეიცავს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება