„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში შეხვედრები დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებთან შეხვედრები დასრულდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩია, რომლებიც პროგრამის ფარგლებში 2024 წელს განხორციელდება.

მათივე ცნობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

„100 - ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ და თითოეულ სოფელში პირადად მოვისმინე ადგილობრივების საჭიროებები.

საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია. გარდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“, ამგვარ, შეხვედრებზე ერთობლივად ვმსჯელობთ სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ერთად ვგეგმავთ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურადაა ჩართული საკუთარი სოფლის პრობლემების მოგვარებაში და ვინც ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში. მაქსიმალურად მოხდება ადგილობრივების ინიციატივების გათვალისწინება და ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს თვითმმართველობის პროცესში. მათი ჩართულობით, ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება