ლევან დავითაშვილი დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტს შეხვდა

ავიაციის სექტორში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა, Emirates Group-ის დამფუძნებელმა, შეიხმა აჰმედ ბინ საედ ალ მაქტუმმა დუბაიში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს დუბაიდან მეტი პირდაპირი საჰაერო რეისების დანიშვნის შესაძლებლობებზე, რაც სტიმულს მისცემს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას.

„როგორც დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იყო ძალიან ეფექტური და სწორი, როდესაც გამარტივდა სავიზო პოლიტიკა, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს გამორჩეულად ლიბერალური საჰაერო ცის პოლიტიკა, რაც პოზიტიურად ისახება ტურისტული ნაკადების რაოდენობაზე და პირდაპირ არის დაკავშირებული ფრენების ზრდაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ადგილობრივ, წამყვან კომპანიებს აქვთ საქართველოს საავიაციო ბიზნესში გაძლიერებისა და გაფართოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მგზავრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამ ეტაპზე 4 ავიაკომპანია - flydubai, Air Arabia, Air Arabia Abu Dhabi და Wizz Air Abu Dhabi კვირაში 50 პირდაპირ რეისს ახორციელებს. ხაზგასასმელია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მთავარი გადამზიდავი არის flydubai, რომელიც საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ტოპ-10 ავიაკომპანიას შორისაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია