საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში (SECG) მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის საკითხებზე (SECG). ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირში ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და კონკურენტუნარიანობაზე, ერთიანი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდაზე, კრიზისის დროს ბიუჯეტის მართვაზე, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მომავალზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და სოციალური ინვესტიციების გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე და „ტვინების გადინების" პროცესთან გამკლავებაზე.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა.

„გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით, რაც უკავშირდებოდა საჯარო ფინანსების მართვას, სერვისების განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, კონკურენციის ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას თუ სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მზაობაზე განაგრძოს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში.

„საქართველო მოწოდებულია გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით. იმისათვის, რომ სრულად იქნას ათვისებული ის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს ევროკავშირს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ბელგია მასპინძლობს ქ. ბრიუსელში, 12-13 თებერვალს, ევროპარლამენტში გაიმართა, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება