რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს და ორგანიზაციისთვის ფინანსურ გადარიცხვებს წყვეტს

რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს და ორგანიზაციისთვის ფინანსურ გადარიცხვებს წყვეტს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

ვოლოდინის თქმით, 21 თებერვალს რუსეთის პარლამენტის (ფედერალური კრების) ორივე პალატა - სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭო - სინქრონულად მიიღებენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.

სახელმწიფო დუმის პლენარული სხდომის დროს, ვოლდინმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას უწოდა “სრულიად არადამოუკიდებელი პოლიტიზებული ორგანიზაცია, რომელიც ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვავს”.

“ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ის არის, რომ ფულსაც ვიხდით, თანაც ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელები ვართ, ამიტომ უნდა გამოვიდეთ, სახსრების გადარიცხვა შევწყვიტოთ”, - განაცხადა ვოლოდინმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება