ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი - რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ - ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო

რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო რთულია ბრძოლა გარემოში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანია და „ჰამასის“ კიდევ 10 000 მებრძოლი…

ომის წინა ნაწილებში ჩვენ მოსახლეობის იზოლაციას ვცდილობდით. ამის შესაძლებლობები გაგვაჩნია. ეს გავაკეთეთ ქალაქ ღაზაში. ეს გავაკეთეთ ჰან იუნისში. ეს გავაკეთეთ ცენტრალურ ბანაკებში…

იმას ვამბობ, რომ რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ. სწორი არაა მოქალაქეებისთვის, მცხოვრებლებისთვის, ოჯახებისთვის, ბრძოლის არეალში ყოფნა. როდის მოხდება ეს? როგორ მოხდება ეს? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო”, - განაცხადა ჰალევიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება