ალექსანდრ სირსკი - უკრაინა, მტრის გამოფიტვის მიზნით, თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება მძიმეა და უკრაინა, მტრის გამოფიტვის მიზნით, შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა.

„შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით. ჩვენი ოპერაციის მიზანია მტრის გამოფიტვა, მაქსიმალური დანაკარგის მიყენება,“ - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსული ძალები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად აიღონ კუპიანსკი და ყოველდღიურად აწყობენ პოზიციებს.

„ფაქტობრივად, მტერმა ეს შეტევა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და უკვე 4 თვეა ახორციელებს მაღალი ინტენსივობის შეტევას. მათი დანაკარგები, განსაკუთრებით დაღუპულთა კუთხით, ბოლო მონაცემებით, ჩვენსას 7-8-ჯერ აღემატება“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ომში ყოველდღიურად იზრდება დრონების როლი, ორივე მხრიდან მათი გამოყენების გახშირების გამო.

კითხვაზე, როდის დასრულდება ომი და არსებობს თუ არა მისი სწრაფად დასრულების პერსპექტივა, სირსკიმ უპასუხა: ”ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხარდაჭერის დონეზე და ჩვენი ქმედებების ეფექტურობაზე.”

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება