აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, რეზოლუცია 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ მაიორკასის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა „დემოკრატებთან“ ერთად სამმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმაც მისცა.

„რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მაიორკასმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და გადაცდომები სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით.

მაიორკასსთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადი სენატი განსაზღვრავს. CNN-ი იუწყება, რომ არსებობს მოლოდინი, ყველა „დემოკრატი“ ხმას მისცემს იპიჩმენტის უარყოფას, რადგან ისინი შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს ფარსს და სისულელეს უწოდებენ.

მაიორკასი აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველი მინისტრია ბოლო თითქმის 150 წლის განმავლობაში, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს