შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანს და წერაქვს შორის მდებარეობს, იწყება სოფელ შაუმიანთან, გაივლის სოფელ აკულარსა და სიონს და მთავრდება სოფელ წერაქვთან.

გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კერძოდ - საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონების და გასაჩერებელი მოედნების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7.7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება