მაია ბითაძე - არ არის სწორი, რომ ამდენი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში, რაც ხდება მხოლოდ ერთი - უპასუხისმგებლო ადამიანების მიზეზით - ცვლილებებს, სავარაუდოდ, ივნისში მივიღებთ

არ არის სწორი, რომ ამდენი მიუსაფარი ცხოველი არის ქუჩაში. ეს ცხოველები ქუჩაში არიან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის - უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაია ბითაძემ "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ბითაძემ განმარტა ის ცვლილებები, რომლებსაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს და განაცხადა, რომ კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცებს.

ამასთან, როგორც ბითაძე აღნიშნავს, კანონის მიღების შემდეგ, ძალიან მკაცრად გაკონტროლდებიან ის ადამიანები, ვინც დაკავებული არიან "ცხოველების ორთაბრძოლებით".

"ამ კანონის ერთი ნაწილი ძალაში შედის მიღებისთანავე და იმედი გვაქვს, რომ ივნისის ბოლოს კანონპროექტს დავამტკიცებთ, მისი სხვა ნაწილები ეტაპობრივად ამოქმედება მას შემდეგ, რაც მთავრობა 2025 წლის პირველ იანვრამდე დაამტკიცებს შესაბამისი რეგისტრაციის აქტებს. ყველა ვეტერინარულ კლინიკას, თავშესაფარს, ბაზრობას ექნება წვდომა და ასე ვთქვათ, გასაღები ციფრულ პროგრამაზე და თითოეული ძაღლის, მათ შორის, ნამრავლის რეგისტრაცია განხორციელდება. ასევე, ვისაც უკვე გვყავს ძაღლები, გვექნება საშუალება, მივმართოთ მუნიციპალიტეტს და ჩიპირება გავუკეთოთ ჩვენს ძაღლს, რომ ის მოხვდეს სისტემაში. ეს იქნება ძაღლის პასპორტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეცოდინება, ვისი იყო ძაღლი.

ძალიან მკაცრად გაკონტროლდებიან ადამიანები, ვინც დაკავებულები არიან ცხოველების ორთაბრძოლებით. ეს დღესაც დასჯადია, მაგრამ გაათმაგებულო ყურადღება მიექცევა ამ საკითხს. ასევე, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ძაღლების გამრავლებისა და გაყიდვის საკითხს," - განაცხადა ბითაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება