„ალდაგის“ მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Toyota CHR-ის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრიმო „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი „ალდაგში“ და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით, თუმცა პრიმოს წევრებისთვის „ალდაგს“ განსხვავებული შეთავაზებები აქვს დაზღვევის სხვა პროდუქტებზეც.

„მოხარულები ვართ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული „შოურუმის“ გახსნის ღონისძიების მხარდამჭერები ვართ, რომელთანაც ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ვართ „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის პრიმოს სახელით, პრიმო პირველი პრემიუმ დაზღვევაა ინდუსტრიაში, რომელიც სპეციალურად მორგებულ შეთავაზებებსა და განსხვავებულ პირობებს მოიცავს“, - აცხადებენ „ალდაგში“.

მათივე განმარტებით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი, ახალი კონცეფციის დანერგვას ითვალისწინებს, რაც სრულად მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს