მიხეილ სარჯველაძე - განკარგულების თემაზე აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა - მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ

განკარგულების თემაზე აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა - მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ხოლმე როდესაც ვიღაცის კრიტიკას წამოიწყებენ, რადგან მერე ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეთ.

„მე მგონი, განკარგულების თემასთან დაკავშირებით რაც იყო აჟიოტაჟი, ამ ისტორიიდან ყველაზე ცუდად გამოვიდა გახარიას გუნდი. არადა, არავინ თავდასხმას არ გეგმავდა ამ მიმართულებით, უბრალოდ, კონკრეტული საკითხი დაისვა აბსოლუტურად მართებულად და უნაკლოდ, უზადოდ გადაწყვიტა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის პოზიცია გამომჟღავნდა და შემდეგ დაიწყო თავდასხმა და ამ თავდასხმების შედეგად, მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ იმიტომ, რომ რეალობა როცა გაშიშვლდა და ყველამ დაინახა რა მოხდა. გაირკვა, რომ რეალურად თუკი ვინმეს ჰქონდა უსწორო ქცევა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს იყო თვითონ გახარია და იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ხოლმე როდესაც ვიღაცის კრიტიკას წამოიწყებენ, ე, მანდ, მერე ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეთ”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი