გიორგი ტყემალაძე - „ლაგუნა ვერესთან“ ბენზინგასამართი სადგურების აღება სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქალაქისთვის ის, რაც დღეს დააანონსა ქალაქის მერმა - დასრულდა მუშაობა იმ კომპანიებთან, რომელთაც ეკუთვნით ბენზინგასამართი სადგურები „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დაანონსებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გმირთა მოედანთან, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართი სადგურების აღებას და სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას შეეხება.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქალაქისთვის ის, რაც დღეს დააანონსა ქალაქის მერმა. დასრულდა მუშაობა იმ კომპანიებთან, რომელთაც ეკუთვნით ბენზინგასამართი სადგურები „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ იცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა, მსჯელობა და ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ დავაანონსეთ, რომ აუცილებელი იყო ამ კვანძის გაფართოება, რათა სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელებულიყო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს და ამ საკითხს მხარს დაუჭერს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების გადატანა და იმ არეალის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ტრანსპორტის სამსახური უკვე ამუშავებს მოძრაობის ახალ სქემას აღნიშნული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით“, - დასძინა გიორგი ტყემალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება