ილჰამ ალიევის ინაუგურაცია დღეს გაიმართა

დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ილჰამ ალიევის ფიცის დადების ცერემონია, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტი მეხუთედ დაიკავა, აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის საგანგებო სესიაზე დღეს გაიმართა.

აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყნის მთავრობა უნდა გადადგეს, რის შემდეგაც ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმების 92%-ზე მეტი მიიღო. გუშინ, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაადასტურა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა