Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა. ინფორმაციას „გალტ & თაგარტი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე „გალტ & თაგარტის“ წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს.

„გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს. ამ კუთხით მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 2018 წელს მაჩვენებლიდან, რაც 22%-ს შეადგენდა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებსა და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, რომ FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელიწადში სექტორის ზრდაში დიდი კონტრიბუცია ტურისტებმა და მიგრანტებმა შეიტანეს. ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი - 70% - საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რასაც მოსდევს სასმელები და თამბაქო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა FMCG სექტორის სამომავლო განვითარების ხედვაზე, რაც კვლევაზე დაყრდნობით გამოიკვეთა. გალტ & თაგარტის სექტორული კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, კახა სამყურაშვილმა გეოგრაფიული ექსპანსიის, ფორმატების დივერსიფიკაციის აუცილებლობის, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის, საკუთარი წარმოების განვითარების საჭიროებისა და მომხმარებლების სეგმენტაცია-დიჯიტალიზაცის (ელ-კომერცია, მონაცემთა ანალიზი და პერსონალიზაცია) შესახებ ისაუბრა“,-აღნიშნულია ინფორმაცაიში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის