სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ აცხადებს საგრანტო კონკურსს – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ აცხადებს საგრანტო კონკურსს – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსით დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ: UN.Rep@youthagency.gov.ge

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 25 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება.

კონკურსის მონაწილე კანდიდატი: თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი); უნდა იცნობდეს საკონკურსო თემატიკას; იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება: გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში; ფორუმზე ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე; გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციისა და დეკლარაციის შემუშავებაში; მანდატის ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსი – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ნაწილია პროგრამისა „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და, ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის შედეგად შერჩეულ წარმომადგენელს მიენიჭება ერთწლიანი მანდატი და 30 000 ლარით დაფინანსდება.

ინფორმაცია ვრცლად კონკურსის მიზნების, წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობების, კანდიდატის წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის, საკონკურსო თემატიკისა და კონკურსის ეტაპების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/n0289“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად