პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი „ჰამასს“ მოუწოდებს, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი „ჰამასს“ მოუწოდებს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს.

„მოვუწოდებთ „ჰამასის“ მოძრაობას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება სწრაფად დაასრულოს, რათა ჩვენი პალესტინელი ხალხი კიდევ ერთი კატასტროფული მოვლენისგან დაიცვას, რომელსაც 1948 წლის „ნაკბაზე“ არანაკლებ მძიმე შედეგები მოჰყვება“, - აცხადებს მაჰმუდ აბასი.

აბასი აშშ-ის ადმინისტრაციასა და არაბ ძმებს მოუწოდებს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად გულმოდგინედ იმუშაონ, რათა პალესტინელი ხალხი დამანგრეველი ომით გამოწვეული უბედურებისგან დაიცვან.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი იმედოვნებს, რომ შეთანხმება ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰს, ისრაელის მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციისგან გადაარჩენს. შეგახსენებთ, გუშინ კაიროში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსს, „მოსადის“ ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას, კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანსა და ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ღაზაში ზავის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება