მთავრობა ახალი დაცული ტერიტორიის - გურიის ეროვნული პარკის დაარსებას გეგმავს

მთავრობა ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის - გურიის ეროვნული პარკის დაარსებას გეგმავს.

პარლამენტს განსახილველად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტი წარედგინა, რომლის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება. ამასთან, უქმდება კანონი “პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“, რადგან აღნიშნული კანონით განსაზღვრული 443 ჰექტარი გურიის ეროვნული პარკის საერთო ფართობში შევა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გურიის ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოკორიდორების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკოტურისტულ სერვისებში ჩართვას.

პროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2024 წლის 1-ელი ივლისიდან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება