საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტებისა და „საჯარო შესყიდვების შესახებ“  ახალი კანონის სიახლეების შესახებ შეხვედრა გაიმართება

საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტები და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი სიახლეები - ამ თემაზე 15 თებერვალს შეხვედრა გაიმართება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება იმართება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მასპინძლობით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილი იქნება მოცულობითი კვლევა ქართული ბიზნესისთვის, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც რეფორმის შედეგად, ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო შესყიდვებში.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!