საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic-მა 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულება დაასახელა. შრი-ლანკას, ტაილანდს, ჩილეს, შოტლანდიას, ავსტრალიასა და სხვა ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო National Geographic-ის გლობალური საზოგადოების ექსპერტებმა გამოავლინეს.

„ჩვენს ყოველწლიურ საუკეთესო მიმართულებებს შორის თქვენ აღმოაჩენთ პარიზის ქუჩებს, საქართველოში მდებარე კავკასიონის თოვლიან მთებს, ალჟირის უძველეს კლდოვან ხელოვნებას“,- წერს National Geographic და საქართველოს შემდეგი ქვესათაურით აღწერს: „სათხილამურო ტური საქართველოში მდებარე იუნესკოს ძეგლებს შორის“

ინფორმაციასთან ერთად National Geographic-ის გვერდზე უშგულში თხილამურებით სრიალის შესახებ ვიდეორგოლია ატვირთული.

„თხილამურებით სრიალი, მოგზაურობა და ნადირობა მთიან საქართველოში ცხოვრების წესია. სვანეთში შეგიძლიათ ისრიალოთ უღელტეხილებზე და შუა საუკუნეების სოფელ უშგულში, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი მუდმივი დასახლებაა. საუკეთესო თავგადასავლების პერიოდი დეკემბერში იწყება და აპრილში სრულდება, - წერს National Geographic.

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში