საქართველოსა და ლატვიის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების მიმართულებით ორმხირივი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობასა და Erasmus+ - ის პროგრამაზე.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, სამინისტროსა და საქართველოში ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს მხარებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეს.

„ხელი მოვაწერეთ ერთობლივ კომუნიკეს, რომლითაც კომიტეტები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ღონისძიებების შედეგად კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და გააქტიურდება თანამშრომლობა, რომლიც უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს მეტ გაცვლით პროგრამაში და ერთობლივ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა",-განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება