ზურაბ ჯაფარიძე - მე დავიჯერებ და კორუფციასთან ბრძოლა ჩემთვის დაიწყება მაშინ, როდესაც დადებენ საბუთებს როგორ გადაიხადა ღარიბაშვილის მამამ ღარიბაშვილის ფრენის ფული

მე დავიჯერებ და კორუფციასთან ბრძოლა ჩემთვის დაიწყება მაშინ, როდესაც დადებენ საბუთებს როგორ გადაიხადა ღარიბაშვილის მამამ ღარიბაშვილის ფრენის ფული, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კორუფციასთან ბრძოლაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა კონკრეტული და თვალსაჩინო მაგალითებით უნდა დაიწყოს.

„ამით თუ დაიწყებენ, დავიჯერებ, რომ რაღაცას აკეთებენ. ბოლომდე ამითაც არ დავიჯერებ, მაგრამ დავიწყებ დაჯერებას. ამის შემდეგ ფარცხალაძის ამბები გამოაქვეყნონ. როგორ გახდა მილიონერი. კორუფციასთან ბრძოლა ჩემთვის იქიდან არ იწყება, რომ დაწერენ კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიას. არ იწყება იმით, რომ ანტიკორუფციული ბიურო გააკეთეს და იმის „სტაფს“ ტრენინგებს ჩაუტარებენ. რაც უწერიათ გეგმაში ეგ არ არის ჩემთვის კორუფციასთან ბრძოლა. ჩემთვის კონკრეტული მაგალითებია კორუფციასთან ბრძოლა, თვალსაჩინო მაგალითები. მე არ მჯერა, რომ ღარიბაშვილს ყოველ წელს მამამისი ჩუქნიდა 150 ათას ლარს. ვიცი, რომ ეგ ფული საიდანღაც სხვაგან მოდიოდა. შეიძლება ის უფრო დავიჯერო, რომ ბიძინა ჩუქნიდა, რაც ასევე კორუფციაა. არ მჯერა, რომ მამამისმა გადაუხადა ფრენის ფული“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ პარტიებს შორის ტექნიკურ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ერთი ნომრით არჩევნებზე გასვლა და ერთ პარტიაში ყოფნა სხვადასხვა რამეა. არავინ არ განიხილავს პარტიების შერწყმას. ყველა პარტიას, ვისაც აქვს თავისი იდენტობა, დარჩება იდენტობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტობა და დაგვრჩება ჩვენი იდენტობა. საუბარია ტექნიკურ გაერთიანებაზე წინასაარჩევნოდ, თუ აქამდე მივედით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან ერთად თავს ერთ გაერთიანებაში, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ჯერ გაერთიანებამდე არ არის მისული.

„საუბარი გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე. თუ მივედით მაგ წერტილამდე, გეტყვით. ერთიან სიაზე საუბარი ჯერ არ არის. მანდამდე არ ვართ მისული. სიაზე საუბარი შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამის შემდეგ, როცა სხვა საკითხებზე შეთანხმება მოხდება. პირველ რიგში მოხდება შეთანხმება, რომ ერთად გავდივართ არჩევნებზე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან