რატი იონათამიშვილი „ლელოს“ კამპანიაზე - ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და „ლელოს“ საარჩევნო ნომრით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი, „ლელოს“ კამპანიას სოციალურ ქსელში აფასებს.

იონათამიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და ამ კამპანიის ფარგლებში დამზადებულ ერთ-ერთ ბანერზე, ბიძინა ივანიშვილს „ლელოს" საარჩევნო ნომრით შუბლი გაუხვრიტა.

„შემთხვევით, სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი… ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება, სინამდვილეში ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა (ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის, იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი) და ნაცების ლეღვის ფოთოლი "ლელოს" საარჩევნო ნომრით, ცხრიანით, ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა…

როგორც ჩანს, "ნაცებიდან" მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები ბანერზე", - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა