რუსტემ უმეროვი „რამშტაინის“ შეხვედრაზე - დრონების კოალიცია უკვე ოფიციალურად ამოქმედდა - ვმუშაობთ რუსების განდევნაზე ჩვენი ტერიტორიებიდან

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

"წარიმართა ნაყოფიერი მოლაპარაკებები შესაძლებლობების კოალიციის ფარგლებში. საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კოალიციამ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. 15 ქვეყანა უკვე შეუერთდა. მე მადლობელი ვარ გერმანიის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების ლიდერობისთვის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა „რამშტაინის“ ფორმატში გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას.

მისი თქმით, დღის წესრიგშია ასევე საარტილერიო სისტემები და ჭურვები. კერძოდ, ერთობლივი წარმოება. „ამაზე ვმუშაობთ, უკვე არის შედეგები", - დასძინა უმეროვმა.

თანამედროვე F16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ყველა შეთანხმების ფარგლებში, გრაფიკის მიხედვით მოქმედებენ.

„გაიზრდება პარტნიორებთან ურთიერთობა უპილოტო საფრენი აპარატების სისტემების საკითხზე. დრონების კოალიცია უკვე ოფიციალურად ამოქმედდა და რვა ქვეყანა შეუერთდა - შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, გერმანია, ლიეტუვა, ესტონეთი, ნიდერლანდები, ლატვია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

„განსაკუთრებული მადლობა შეერთებულ შტატებს და თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, რომელიც თავმჯდომარეობდა შეხვედრას. არის პარტნიორების მხარდაჭერა. ვმუშაობთ რუსების განდევნაზე ჩვენი ტერიტორიებიდან – როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვასა და ცაში“, - აღნიშნა უმეროვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება