ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უკეთესი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის

რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რომელი იქნება უკეთესი რუსეთისთვის აშშ-ის შესაძლო ლიდერებს შორის - ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი, პუტინმა უპასუხა, რომ ბაიდენი, რადგან ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.

„ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია, ის ძველი ფორმირების პოლიტიკოსია“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი იმუშავებს აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც ამერიკელი ხალხის ნდობას მოიპოვებს.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა დაუსვეს ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რაზედაც მან უპასუხა, რომ ექიმი არ არის და შესაბამისად, ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს.

"მე არ ვარ ექიმი და არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს ამ საკითხზე რაიმე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია.

„ჩვენ უნდა შევხედოთ არა ამას (ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას), არამედ პოლიტიკურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია. ამის შესახებ, თავის დროზე პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს