უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული - კიევში, დნიპროში, ზაპოროჟიესა და ლვოვში აფეთქებების ხმები ისმის

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების და რუსული Ту-95мс ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმის. მისი ინფორმაციით, კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მერმა დედაქალაქის მოსახლეობას სთხოვა, არ დატოვონ თავშესაფრები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის დნიპროში, ზაპოროჟიესა და ლვოვშიც.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეში ქალაქის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, დაშავებულია ერთი ადამიანი, სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება