საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ზალცბურგში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმში MCE Central & Eastern Europe მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავსტრიაში, ზალცბურგში გამართულ 3- დღიან ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

„ფორუმის ფარგლებში საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროპის წამყვან კომპანიებთან, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან და ღონისძიების პოტენციურ დამკვეთებთან.

ფორუმის ფარგლებში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ისრაელის, ბელგიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სკანდინავიის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

MCE Central & Eastern Europe-ზე 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება