საქართველოს საბანკო ასოციაციამ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ტრენინგები დაიწყო

ESG გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების გათვალისწინებით შემდგარი ბიზნეს პრაქტიკაა, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტების, სერვისების და თვით ორგანიზაციის მდგრად განვითარებას. დღეს მსოფლიოში ESG პრაქტიკების დანერგვა სავალდებულოა, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

ჯერ კიდევ 2023 წელს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და ფონდი EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს საბანკო ასოციაციამ ESG მიმართულებით ინსტიტუციონალური გაძლიერება მოახდინა და სასწავლო პროგრამა ჩამოაყალიბა.

2024 წლის თებერვლიდან კი, უკვე ტრენინგების სერია დაიწყო, რომლის პირველი სამიზნე ჯგუფი საბანკო სექტორის წარმომადგენლები არიან. შემდეგ ეტაპზე, ტრენინგები საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის და ასევე, ბიზნესებისთვის ჩატარდება.

„დღეს მეტად მნიშვნელოვანია ESG და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. საბანკო სექტორი წამყვან როლს თამაშობს მდგრად ეკონომიკაზე გადასვლაში და ქვეყნის მასშტაბით მოწინავეა ESG პრაქტიკების დანერგვისას.

ბანკები ის საკვანძო არხია, რომელთან თანამშრომლობით ბიზნესმა ESG მნიშვნელობა უკეთ შეიძლება გააცნობიეროს. საბანკო სექტორის გარდა, დღის წესრიგში გვაქვს ტრენინგები ბიზნეს სექტორთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება