პანამის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა

პანამის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანამის სასაზღვრო პოლიციამ განაცხადა, რომ მიგრანტებით სავსე ნავი პანამის სანაპიროსთან ახლოს ცუდი ამინდის გამო ჩაიძირა, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობა ან მათი ეროვნება არ დაადასტურა.

ადგილობრივი მედია საშუალებების ცნობით, ნავზე 25 მიგრანტი იმყოფებოდა, რომელთაგან 4 დაიღუპა და 7 დაკარგულად ითვლება.

„სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტები, კრიმინალებს კარეტოს რაიონთან ახლოს გადაჰყავთ, რომლებიც მიგრანტების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ“, - ნათქვამია პანამის სასაზღვრო პოლიციის განაცხადებაში.

პანამის მთავრობამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე დარიენის პროვინციაში, რომელსაც მიგრანტები აშშ-სკენ მიმავალ გზაზე გადიან, უსაფრთხოება გააძლიერა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება