ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას მიესალმება

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ამავდროულად ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს.

მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება ავტორიტეტული, ნეიტრალური და ობიექტური საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამოსვლას ქვეყანაში და სრულ მზაობას აცხადებს კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში მჭიდროდ ითანამშრომლოს მათთან, მისიების ოპერატიული, ვერიფიცირებული და სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.

„არჩევნების მოდერნიზებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის ამ ისტორიულ პროცესში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და მათი მიგნებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერების მიმართულებით. არჩევნებზე დაკვირვება ზრდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც თავის მხრივ, აძლიერებს პროცესისადმი ნდობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, პროცესს 12 ქვეყნის 30-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი დააკვირდა, რომლებმაც დადებითად შეაფასეს აღნიშნული არჩევნები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზეც არის მზად ითანამშრომლოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც ასევე არაერთგზის აღნიშნულა მათივე ანგარიშებში. 2018 წლიდან დღემდე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულმა 8 საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ საქმიანობები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება, მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა, ასევე ამ პერიოდში შეძენილი სოლიდური გამოცდილება ადმინისტრაციას აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება