ჯო ბაიდენი, ღაზაში არსებული მდგომარეობის მოტივით, აშშ-დან პალესტინელების დეპორტაციას ბლოკავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში მყოფ პალესტინელებს მომდევნო 18 თვის განმავლობაში დეპორტაციისგან იცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილების მოტივად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პირობების გაუარესება სახელდება.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაახლოებით, 6000 პალესტინელს ეხება.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ საზარელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო პასუხის შედეგად, ღაზაში ჰუმანიტარული პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და ჯო ბაიდენის აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ში მყოფ პალესტინელებს „დროებით უსაფრთხო თავშესაფარს“ მისცემს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება